---
title: "მუხლი 143. პირი, რომელსაც აქვს დაკავების უფლება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/143"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "143"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 143. პირი, რომელსაც აქვს დაკავების უფლება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 143 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/143

პოლიციის თანამშრომელს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომელს, რომელიც ასრულებს ოპერატიულ ფუნქციებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობას, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვს, დააკავოს და დაუყოვნებლივ მიიყვანოს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი. ამ მუხლის პირველ წინადადებაში აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, თუ არსებობს ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლები.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4257 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.417
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №966 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.338
საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1014 - სსმ I, №4, 12.03.2009წ., მუხ.14

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/142.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/144.md
