---
title: "მუხლი 147. მსჯავრდებულის დაკავება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/147"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "147"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 147. მსჯავრდებულის დაკავება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 147 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/147

მოსამართლეს უფლება აქვს გასცეს ბრძანება პირობით მსჯავრდებულის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან პირობით ვადამდე გათავისუფლებულის 7 დღე-ღამით დაკავების შესახებ, თუ არსებობს საშიშროება, რომ იგი მიიმალება. დაკავების შესახებ სასამართლო ბრძანება გაიცემა პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამოძიების სხვა ორგანოს შუამდგომლობით, რომლის წარმოებაშიც არის სისხლის სამართლის საქმე ახალი დანაშაულის შესახებ.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/146-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/148.md
