---
title: "მუხლი 153. აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას გასათვალისწინებელი გარემოებები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/153"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "153"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 153. აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას გასათვალისწინებელი გარემოებები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 153 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/153

1. აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას პროკურორი და სასამართლო ითვალისწინებენ წარდგენილი ბრალდების სიმძიმეს, ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, პირის მიერ მისთვის შეფარდებული რომელიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტს და სხვა გარემოებებს.

2. მოსამართლე არკვევს მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების არსებობას, ასევე საკითხს, დაყენებულია თუ არა შუამდგომლობა არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ. შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაში მოსამართლე მოქმედებს ამ კოდექსის LXIV
1
თავის შესაბამისად.

3. თუ ბრალდებული ფსიქიკურად დაავადდა დანაშაულის ჩადენის შემდეგ ან მისი შერაცხადობის საკითხი დასადგენია, მოსამართლემ, აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას, მხედველობაში უნდა მიიღოს პირის საშიშროება საკუთარი თავისთვის და სხვა პირთა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის.
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5197 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.284

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/152.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/154.md
