---
title: "მუხლი 155. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, შეცვლა და გაუქმება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/155"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "155"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 155. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, შეცვლა და გაუქმება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 155 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/155

1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება და შეცვლა ხდება მოსამართლის ბრძანებით, აგრეთვე სასამართლოს განაჩენით, განჩინებით (დადგენილებით).

2. აღკვეთის ღონისძიება უქმდება მოსამართლის დადგენილებით, აგრეთვე სასამართლოს განაჩენით, განჩინებით (დადგენილებით),
თუ აღარ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი
.

3. გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წინასწარი გამოძიების სტადიაზე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უქმდება აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურორის მიერ მიღებული დადგენილებით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/154.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/156.md
