---
title: "მუხლი 157. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება საქმის სასამართლოში განხილვისას — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/157"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "157"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 157. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება საქმის სასამართლოში განხილვისას — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 157 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/157

1. აღკვეთის ღონისძიება შეიძლება შეირჩეს, შეიცვალოს ან გაუქმდეს სამართალში მიცემის სტადიაზე, მოსამართლის (სასამართლოს) დასაბუთებული დადგენილებით (განჩინებით).

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს თავისი განჩინებით (დადგენილებით) საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე მხარის შუამდგომლობით შეუძლია შეარჩიოს, შეცვალოს ან გააუქმოს აღკვეთის ღონისძიება. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისას სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს აღკვეთის ღონისძიების საკითხი.

3. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებს განაჩენის გაუქმებისას უფლება აქვთ დატოვონ წინანდელი აღკვეთის ღონისძიება, შეცვალონ ან გააუქმონ იგი, აგრეთვე შეარჩიონ ის ხელმეორედ, თუ ამის საფუძველი არსებობს საქმის ან დამატებით წარმოდგენილ (გამოთხოვილ) მასალებში.

4. საქმის სასამართლოში განხილვისას
აღკვეთის ღონისძიების ერთი სახის შეცვლა უფრო მკაცრი სახით დაიშვება მხოლოდ პროკურორის ან დაზარალებულის (მისი წარმომადგენლის) მოთხოვნით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/156.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/158.md
