---
title: "მუხლი 158. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ოქმი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/158"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "158"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 158. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ოქმი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 158 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/158

1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ გამომძიებელი ან პროკურორი, აგრეთვე ბრალდებული, აღინიშნება, ვინ, როდის, რა საფუძველზე შეარჩია, შეცვალა ან გააუქმა აღკვეთის ღონისძიება. ამასთან, ბრალდებულს განემარტება მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არსი, მისთვის დაკისრებული შეზღუდვების ხასიათი და აღკვეთის ღონისძიების შერჩევის ან შეცვლის შესახებ სასამართლო ბრძანებისა თუ განჩინების (დადგენილების) გასაჩივრების წესი, რაც უნდა აისახოს ოქმში.

2. სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლის ან გაუქმების დროს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მონაცემები უნდა აისახოს სასამართლო სხდომის ოქმში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/157.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/159.md
