---
title: "მუხლი 159. დაპატიმრება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/159"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "159"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 159. დაპატიმრება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 159 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/159

1. არავის დაპატიმრება არ შეიძლება მოსამართლის ბრძანების ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.

2. სასამართლო, პროკურორი და გამომძიებელი ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაპატიმრებული ნებისმიერი პირი.

3. დაპატიმრება გამოიყენება მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წლით ან 2 წელზე მეტი ვადით. აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება, როგორც წესი, არ გამოიყენება მძიმე ავადმყოფის, არასრულწლოვნის, ხანდაზმულის (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან), 12 კვირაზე მეტი ხნის ორსული ქალისა და იმ ქალის მიმართ, რომელსაც ჰყავს ჩვილი (ერთ წლამდე ასაკის ბავშვი), აგრეთვე არ შეიძლება იქნეს გამოყენებული იმ პირის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა გაუფრთხილებლობით, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 3 წლით ან 3 წელზე მეტი ვადით. დაპატიმრება გამოიყენება ასევე ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, თუ ბრალდებულმა დაარღვია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. დაპატიმრება გამოიყენება აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელსაც თუმცა ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით, მაგრამ დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა არ იყო გასული.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2455 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.396

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/158.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/160.md
