---
title: "მუხლი 161. გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს მითითება პატიმრობაში ყოფნის პირობების შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/161"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "161"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 161. გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს მითითება პატიმრობაში ყოფნის პირობების შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 161 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/161

1. გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს უფლება აქვთ მისცენ მითითება საგამოძიებო იზოლატორის ადმინისტრაციას ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ან ერთმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე საქმეზე ბრალდებულთა (განსასჯელთა) ცალ-ცალკე ყოფნისა და ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის შესახებ.

2. მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან შეიძლება გადაიყვანონ საგამოძიებო იზოლატორში ან დატოვონ საგამოძიებო იზოლატორში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, თუ ის არის მოწმე, დაზარალებული ან ბრალდებული სხვა საქმეზე.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო ტერიტორიულად დაშორებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებისგან და ბადრაგირების განხორციელება გართულებულია, მოსამართლის დადგენილებით შესაძლებელია განსასჯელი საქმის განხილვისას დროებით მოთავსდეს უახლოეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან დროებითი დაკავების იზოლატორში, სადაც მასზე ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო.
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №966 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.338

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/160.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/162.md
