---
title: "მუხლი 163. პატიმრობის ვადის გაგრძელების წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/163"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "163"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 163. პატიმრობის ვადის გაგრძელების წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 163 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/163

1. ბრალდებულის პატიმრობის კანონით დადგენილი ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 5 დღისა პროკურორი ვალდებულია შესაბამის მოსამართლეს წარუდგინოს სისხლის სამართლის საქმე და პროკურორის დასაბუთებული შუამდგომლობა. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს გამოძიების გაჭიანურების მიზეზები, გარემოებანი, რომელთა შემოწმებაც საჭიროა, და მოთხოვნილი ვადა.

2. შუამდგომლობა განიხილება მისი მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, სასამართლო სხდომაზე, პროკურორის, ბრალდებულის ან მისი დამცველისა და კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით, ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით.

3. შუადგომლობის განხილვის შედეგად მოსამართლეს უფლება აქვს მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) გასცეს ბრძანება პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ;
ბ) უარყოს შუამდგომლობა, გაათავისუფლოს ბრალდებული და აღკვეთის ღონისძიება შეუცვალოს ნაკლებად მკაცრი ღონისძიებით, ანდა გააუქმოს აღკვეთის ღონისძიება.

4. სასამართლო ბრძანება (დადგენილება) პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. მოსამართლე იმავე დღეს ატყობინებს საპატიმრო ადგილის ადმინისტრაციას გაცემული ბრძანების (დადგენილების) შესახებ.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/162.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/164.md
