---
title: "მუხლი 164. პატიმრობიდან განთავისუფლება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/164"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "164"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 164. პატიმრობიდან განთავისუფლება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 164 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/164

1. წინასწარი გამოძიების სტადიაზე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში ბრალდებული პატიმრობიდან თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის დღეს.

2. გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას განსასჯელი პატიმრობიდან თავისუფლდება დაუყოვნებლივ სასამართლოს დარბაზში.

3. სასამართლოს მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან ისეთი სასჯელის დანიშვნის დროს, რომელიც დაკავშირებული არ არის თავისუფლების აღკვეთასთან, განსასჯელი პატიმრობიდან თავისუფლდება დაუყოვნებლივ სასამართლო დარბაზიდან, ხოლო თუ იგი სასამართლო სხდომაში არ მონაწილეობდა, – არა უგვიანეს იმ დღისა, როცა საპატიმრო ადგილის ადმინისტრაცია მიიღებს ოფიციალურ ცნობას პატიმრობიდან პირის გათავისუფლების შესახებ.

4. სასამართლო საპატიმრო ადგილის ადმინისტრაციას უგზავნის განაჩენს, დადგენილებას ან განჩინებას, რომლითაც შეიცვალა ან გაუქმდა პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიება.

5. პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების თაობაზე ოფიციალურად დამოწმებული შეტყობინება, რომელიც კავშირგაბმულობის ტექნიკური საშუალებით გადაიცა, სასამართლო განაჩენის, დადგენილების ან განჩინების მიღებამდე განთავისუფლების საფუძველია.

6. პროკურორის დადგენილებით და ბრალდებულის თანხმობით, შესაძლებელია ბრალდებულის დროებითი გამოყვანა საპატიმრო ადგილიდან მის მიერ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად. ბრალდებულს საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე, დაუყოვნებლივ აბრუნებენ საპატიმრო ადგილას.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/163.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/165.md
