---
title: "მუხლი 165. უკანონო ან დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/165"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "165"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 165. უკანონო ან დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 165 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/165

1. ქონებრივი ზიანი პირს სრული მოცულობით უნაზღაურდება, თუ დადგინდა, რომ მისი დაკავება ან დაპატიმრება უკანონო ან დაუსაბუთებელი იყო. ქონებრივი ზიანი ანაზღაურდება, თუ გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი ან საქმე შეწყდა ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლებით.

2. ფიზიკური ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ თანხის გადახდით, მკურნალობის ხარჯების, შრომისუნარიანობის დაკარგვის ან დაქვეითების საკომპენსაციოდ,
თუ დაავადება გამოიწვია საპატიმრო ადგილებში დაპატიმრებულის ყოფნის რეჟიმის დარღვევამ.
(არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი)
[საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/3/423  – სსმ IV, №86, 07.12.2009წ., გვ.1]
3. მორალური ზიანის ანაზღაურება ხდება პრესაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებით ბოდიშის მოხდის გზით, აგრეთვე ფულადი კომპენსაციით.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/3/423  – სსმ IV, №86, 07.12.2009წ., გვ.1

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/164.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/166.md
