---
title: "მუხლი 17. სისხლის სამართლის პროცესის ენა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/17"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "17"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. სისხლის სამართლის პროცესის ენა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 17 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/17

1. სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.

2. პროცესის მონაწილეს, რომელმაც არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, უფლება აქვს გააკეთოს განცხადება, მისცეს ჩვენება და განმარტება, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, შეიტანოს საჩივარი, სასამართლოში გამოვიდეს მშობლიურ ენაზე ან სხვა ენაზე, რომელიც იცის. ამ შემთხვევებში, აგრეთვე საქმის მასალების გაცნობისას პროცესის მონაწილეს უფლება აქვს ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით.

3. საგამოძიებო და სასამართლო დოკუმენტები, რომლებიც კანონის მოთხოვნათა შესაბამისად უნდა გადაეცეს ბრალდებულს ან პროცესის სხვა მონაწილეს, უნდა ითარგმნოს მის მშობლიურ ენაზე ან სხვა ენაზე, რომელიც მან იცის.

4. ორგანო, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია პროცესის მონაწილეებს განუმარტოს ამ მუხლის მე-2-3 ნაწილებში აღნიშნული მათი უფლებები.

5. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე თარჯიმნის შრომის ანაზღაურება ხდება სახელმწიფოს ხარჯზე.

6. ყველა საპროცესო აქტი დგება სისხლის სამართლის პროცესის ენაზე.

7. გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლე ვალდებულნი არიან სრულყოფილად იცოდნენ სისხლის სამართლის პროცესის ენა.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/18.md
