---
title: "მუხლი 172. სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/172"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "172"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 172. სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 172 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/172

1. ბრალდებული, რომელიც არის სამხედრო სავალდებულო, ვადიანი სამხედრო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურე, სასამართლო ბრძანებით შეიძლება გადაეცეს სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობის მეთვალყურეობაში.

2. სარდლობის მეთვალყურეობა გულისხმობს შეიარაღებული ძალების წესდებით გათვალისწინებული ზომების მიღებას ბრალდებულის სათანადო ქცევის და გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით მათთან გამოცხადების უზრუნველსაყოფად.

3. ამ აღკვეთის ღონისძიების მოქმედების პერიოდში ბრალდებული არ უნდა დაინიშნოს გუშაგად და სხვა პასუხსაგებ განწესში. მას უნდა ჩამოერთვას მშვიდობიან დროში იარაღის ტარების უფლება, არ გაიგზავნოს ნაწილის გარეთ მარტო სამუშაოდ, არ განთავისუფლდეს ნაწილიდან და იმყოფებოდეს მეთაურებისა და უფროსების მეთვალყურეობაში.

4. სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობას უნდა განემარტოს იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც შერჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება.

5. სასამართლო ბრძანება (განჩინება) ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლისა თუ გაუქმების შესახებ სავალდებულოა სარდლობისათვის.

6. მეთვალყურეობის დაწესების შესახებ სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობა ატყობინებს თანამდებობის პირს ან ორგანოს, რომელმაც ეს აღკვეთის ღონისძიება შეარჩია.

7. სამხედრო მეთაური, რომელსაც სამეთვალყურეოდ გადაეცა ბრალდებული, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოს ამ ბრალდებულის არასათანადო ქცევის შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლადაც შერჩეულ იქნა ეს აღკვეთის ღონისძიება. ამ შემთხვევაში უნდა შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4324 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.41
თავი XXI
მოყვანა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/171.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/173.md
