---
title: "მუხლი 175. მოსამართლის ბრძანება და სასამართლო განჩინება (დადგენილება) მოყვანის შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/175"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "175"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 175. მოსამართლის ბრძანება და სასამართლო განჩინება (დადგენილება) მოყვანის შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 175 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/175

1. გამომძიებლის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლე გასცემს ბრძანებას წინასწარი გამოძიების ადგილას გარკვეული პირის იძულებით მოყვანის შესახებ, ხოლო სასამართლოს, რომელიც საქმეს განიხილავს, გამოაქვს დასაბუთებული განჩინება (დადგენილება) აღნიშნული პირის მოყვანის თაობაზე.

2. მოყვანის შესახებ ბრძანებაში ან განჩინებაში (დადგენილებაში) აღნიშნული უნდა იყოს: მოსაყვანი პირის სახელი, გვარი, საპროცესო მდგომარეობა, საცხოვრებელი ან სამსახურის ადგილი; მისი მოყვანის გამოყენების საფუძვლები; როდის, სად უნდა მიიყვანონ პირი, რომელსაც მოყვანა შეეფარდა; ვის ევალება მოყვანის განხორციელება.

3. (ამოღებულია).

4. სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/174.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/176.md
