---
title: "მუხლი 177. სამედიცინო დაწესებულებაში მოსათავსებელი პირი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/177"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "177"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 177. სამედიცინო დაწესებულებაში მოსათავსებელი პირი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 177 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/177

1. თუ სასამართლო-სამედიცინო ან სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის ან ჩატარების დროს დადგება სტაციონარული მეთვალყურეობის საჭიროება, გამომძიებელს, პროკურორს სასამართლო ბრძანების ან განჩინების (დადგენილების) საფუძველზე უფლება აქვთ ბრალდებული, განსასჯელი მოათავსონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

2. (ამოღებულია).

3. თუ პირი ბრალდების წაყენებამდე მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე მას უნდა წაეყენოს ბრალდება ან მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/176.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/178.md
