---
title: "მუხლი 178. მოსამართლის ბრძანება და სასამართლო განჩინება (დადგენილება) სამედიცინო დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/178"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "178"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 178. მოსამართლის ბრძანება და სასამართლო განჩინება (დადგენილება) სამედიცინო დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 178 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/178

1. სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული ექსპერტიზისათვის პირი თავსდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, რომელიც მან გასცა პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობით, ანდა საქმის განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული განჩინების (დადგენილების) საფუძველზე.

2. პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე სასამართლო ბრძანება და განჩინება (დადგენილება) დგება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ განჩინებისაგან (დადგენილებისაგან) დამოუკიდებლად. მასში უნდა აღინიშნოს: სამედიცინო დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის სახელი, გვარი და საპროცესო მდგომარეობა; სამედიცინო დაწესებულების დასახელება, რომელშიც პირი თავსდება; გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შესახებ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – განკარგულება სამედიცინო დაწესებულებაში პირის ეტაპირების შესახებ.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/177.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/179.md
