---
title: "მუხლი 183. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების საფუძველი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/183"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "183"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 183. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების საფუძველი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 183 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/183

1. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება შეიძლება, თუ არის სარწმუნო მონაცემები, რომ ამ სამუშაოზე დარჩენით იგი ხელს შეუშლის ჭეშმარიტების დადგენას, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ან განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას.

2. თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენებულ ბრალდებულს უფლება აქვს მიიღოს სახელმწიფო დახმარება, რომელიც არ უნდა იყოს შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, თუ იგი დაპატიმრებული არ არის და სხვაგან არ მუშაობს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/182.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/184.md
