---
title: "მუხლი 189³. ძებნილი პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების ვადა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/189-3"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "189^3"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 189³. ძებნილი პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების ვადა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 189³ (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/189-3

1. ძებნილი პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედება შეჩერდება გამამტყუნებელი განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, გამამართლებელი განაჩენის გამოტანამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტამდე.

2. პროკურორი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, ნებისმიერ დროს გამოიტანოს დადგენილება საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების ღონისძიების გაუქმების შესახებ.

3. დადგენილება საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების ღონისძიების გაუქმების შესახებ პროკურორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს.

4. პირი, რომლის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედებაც შეჩერდა, უფლებამოსილია აცნობოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აღნიშნული პასპორტის მოქმედების შეჩერების ღონისძიების გაუქმების შესახებ.
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5981 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.68

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/189-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/189-4.md
