---
title: "მუხლი 189⁴. ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ მოსამართლის ბრძანება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/189-4"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "189^4"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 189⁴. ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ მოსამართლის ბრძანება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 189⁴ (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/189-4

1. ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით, რომელიც დასაბუთებული ვარაუდისა და საკმარისი საფუძვლის არსებობისას, შუამდგომლობით მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში გასცემს ბრძანებას ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. განსასჯელისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს სასამართლოს ბრძანებით.

2. მოსამართლის ბრძანებაში, გარდა ამ კოდექსის 140-ე მუხლის მე-13 ნაწილით დადგენილი მონაცემებისა, უნდა აღინიშნოს: საქართველოს მოქალაქის პასპორტის მფლობელის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, პასპორტის ნომერი, პასპორტის გამცემი ორგანო და პასპორტის გაცემის თარიღი.

3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერება გულისხმობს ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირის საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილების უფლების შეზღუდვას. საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომლის მოქმედებაც შეჩერებულია, არ შეიძლება გამოყენებულ (მიღებულ) იქნეს, როგორც საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილებისათვის საკმარისი (საჭირო) დოკუმენტი.
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5981 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.68

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/189-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/189-5.md
