---
title: "მუხლი 193. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობა და მისი განხილვის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/193"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "193"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 193. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობა და მისი განხილვის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 193 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/193

1. თუ არსებობს ამ კოდექსის 190-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი ქონებაზე ყადაღის დადებისათვის, პროკურორი ან მისი თანხმობით გამომძიებელი ადგენს, სად და ვის ხელშია ეს ქონება. ამ მიზნით შეიძლება ჩატარდეს საჭირო საგამოძიებო მოქმედება ბანკში, ლომბარდში, შემნახველ საკანში, საფოსტო და სხვა დაწესებულებებში ან საცავში ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და საგნების აღმოსაჩენად.

2. პროკურორი ან მისი თანხმობით გამომძიებელი ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით ადგენს და სასამართლოს უგზავნის დასაბუთებულ შუამდგომლობას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს მოსამართლის ბრძანების მისაღებად საჭირო მონაცემები.

3. შუამდგომლობას განიხილავს მოსამართლე ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესით. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/192.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/194.md
