---
title: "მუხლი 194. მოსამართლის ბრძანება და სასამართლო განჩინება (დადგენილება) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/194"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "194"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 194. მოსამართლის ბრძანება და სასამართლო განჩინება (დადგენილება) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 194 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/194

1. ქონებაზე ყადაღა ედება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, რომლის ასლიც ეძლევა გამომძიებელს ან პროკურორს თავისი შუამდგომლობის შესაბამისად, ანდა საქმის განმხილველი სასამართლოს დასაბუთებული განჩინების (დადგენილების) საფუძველზე.

2. მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) უნდა აღინიშნოს: ვის ქონებას ედება ყადაღა, სად და ვისთან ინახება იგი; რა საგნებისაგან, ფასიანი ქაღალდებისაგან, ფულისაგან, ფასეულობებისაგან შედგება იგი, თუ ეს გამოძიებას დადგენილი აქვს; ერთობლივი საკუთრების რომელ წილს ედება ყადაღა; ვის ევალება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების შესრულება; დასაშვებია თუ არა ჩხრეკა იმ შემთხვევაში, როცა ქონების ნებაყოფლობით ჩაბარებაზე უარია მიღებული, ვის და სად ეძლევა ჩხრეკის ჩატარების უფლება; რა თანხას უნდა დაედოს ყადაღა სარჩელის უზრუნველსაყოფად.

3. თუ ქონება, ფული, ფასეულობა ინახება რამდენიმე ადგილას და სხვადასხვა პირთან, უნდა გაიცეს სათანადო რაოდენობის მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო განჩინება (დადგენილება) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/193.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/195.md
