---
title: "მუხლი 195. დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/195"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "195"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 195. დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 195 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/195

1. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ქონებას გადამალავენ ან გაანადგურებენ, პროკურორს ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელს უფლება აქვს გამოიტანოს დასაბუთებული დადგენილება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. დადგენილებაში უნდა აღინიშნოს ამ კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემები.

2. დადგენილებას აღასრულებს მისი გამომტანი პირი, რის შესახებაც მან 24 საათის განმავლობაში უნდა შეატყობინოს მოსამართლეს, რომელიც ადასტურებს დადგენილების კანონიერებას ან უკანონოდ ცნობს მას და აუქმებს ქონებაზე ყადაღის დადებას.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/194.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/196.md
