---
title: "მუხლი 197. ქონებაზე ყადაღის დადების ოქმი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/197"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "197"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 197. ქონებაზე ყადაღის დადების ოქმი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 197 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/197

1. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 287-ე მუხლის მიხედვით, ხოლო აღმასრულებელი აღწერს ქონებას. ოქმში (აღწერაში) უნდა აღინიშნოს დასაყადაღებელი ქონების ზუსტი დასახელება, რაოდენობა, ზომა, წონა, ცვეთის ხარისხი, სხვა ინდივიდუალური ნიშნები და ღირებულება; მიეთითოს, თუ რა ქონებაა ჩამორთმეული და რა დარჩა შესანახად; ეკუთვნის თუ არა ეს ქონება ან მისი ნაწილი სხვა პირებს; მოყვანილ იქნეს განცხადებები იმ პირის მოქმედების შესახებ, რომელიც ქონებას აყადაღებს.

2. ბეჭდით დამოწმებული ოქმის (აღწერის) ასლი ხელწერილით გადაეცემა პირს, რომლის ქონებასაც ყადაღა დაედო, ხოლო თუ ქონებას ყადაღა დაედო ამ პირის არყოფნაში, – მისი ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრს ან ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელს. დაწესებულების, საწარმოსა თუ ორგანიზაციის ტერიტორიაზე ქონების დაყადაღებისას ოქმის ასლი ხელწერილით გადაეცემა ადმინისტრაციის წარმომადგენელს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №211 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.127

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/196.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/198.md
