---
title: "მუხლი 198. დაყადაღებული ქონების შენახვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/198"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "198"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 198. დაყადაღებული ქონების შენახვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 198 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/198

1. დაყადაღებული ქონება, გარდა უძრავი და დიდგაბარიტიანი საგნებისა, ამოღებულ უნდა იქნეს.

2. ძვირფასი ლითონები, ქვები და თვლები, უცხოური ვალუტა, ჩეკები, ფასიანი ქაღალდები შესანახად ბარდება სახელმწიფო ბანკის დაწესებულებაში, ხოლო ობლიგაციები და ლატარიის ბილეთები – შემნახველ ბანკში. ფული შედის იმ სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რომლის განსჯადიცაა სისხლის სამართლის საქმე. დანარჩენი ამოღებული საგნები ილუქება და ინახება იმ ორგანოში, რომლის შუამდგომლობითაც ყადაღა დაედო ქონებას, ანდა შესანახად გადაეცემა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელს.

3. დაყადაღებული და ამოღებული ქონება,
გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ქონებისა,
ილუქება და შესანახად რჩება მესაკუთრესთან, მფლობელთან ან ბრალდებულის ოჯახის სრულწლოვან წევრთან. ამ პირებს უნდა განემარტოთ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ამ ქონების გასხვისებისა თუ გაფუჭებისათვის, რის შესახებაც მათ ჩამოერთმევათ ხელწერილი.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1535 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.120

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/197.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/199.md
