---
title: "მუხლი 199. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) მოქმედების ვადა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/199"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "199"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 199. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) მოქმედების ვადა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 199 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/199

1. ქონებას ყადაღა ედება გამამტყუნებელი განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე ან სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტამდე.

2. ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებში და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღა უქმდება.

3. ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“, „თ“–„მ“ ქვეპუნქტებში და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“-„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სარჩელის დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად, თუ ასეთი სარჩელი განცხადებული იქნება, მოსამართლეს ან სასამართლოს უფლება აქვს გააგრძელოს ქონებაზე ყადაღის დადების ვადა 30 დღით.

4. სამოქალაქო სარჩელის გამოხმობის ან ქონებაზე ყადაღის დადების სხვა საფუძვლების მოსპობის შემთხვევაში ეს ღონისძიება შეიძლება გააუქმოს მოსამართლემ პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობით, ანდა საქმის განმხილველმა სასამართლომ თავისი განჩინებით.

5. გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ბრალდებულის ქონების მიმართ გამოყენებული ყადაღის დადების ღონისძიება უქმდება აგრეთვე პროკურორის დადგენილებით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

6. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებს განაჩენის გაუქმებისა და ახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნების შემთხვევაში უფლება აქვთ არ გააუქმონ ბრალდებულის ქონებაზე ყადაღა, ხოლო განაჩენის უცვლელად დატოვების შემთხვევაში – გასცენ განკარგულება ყადაღის შენარჩუნების შესახებ განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/198.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/200.md
