---
title: "მუხლი 2. სისხლის სამართლის პროცესის წყაროები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/2"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "2"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. სისხლის სამართლის პროცესის წყაროები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 2 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/2

1. სისხლის საპროცესო სამართლის ნორმებს შეიცავს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კოდექსი, საქართველოს სხვა კანონები, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები.

2. თუ ეს კოდექსი და საქართველოს სხვა კანონები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, შესაბამისად მოქმედებს კონსტიტუცია ან საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მოქმედებს კონსტიტუცია.

3. (ამოღებულია).
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/3.md
