---
title: "მუხლი 20. სისხლის სამართლის პროცესის უშუალობა და ზეპირობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/20"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "20"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. სისხლის სამართლის პროცესის უშუალობა და ზეპირობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 20 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/20

1. ორგანო ან თანამდებობის პირი, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია დაკითხოს დაზარალებული და მოწმე, შეისწავლოს და მოისმინოს ექსპერტის დასკვნა, შეამოწმოს ნივთიერი მტკიცებულებები. ამ წესისაგან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

2. წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს დაკითხული პირი ჩვენებას იძლევა ზეპირად. ჩვენება ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.

3. სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იყო სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/21.md
