---
title: "მუხლი 204. პასუხისმგებლობა ცრუ ცნობების მიწოდებისათვის — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/204"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "204"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 204. პასუხისმგებლობა ცრუ ცნობების მიწოდებისათვის — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 204 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/204

1. ცრუ დასმენას, დაზარალებულის ან მოწმის ცრუ ჩვენებას, ექსპერტის ყალბ დასკვნას, წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში თარჯიმნის არასწორ თარგმანს, დაზარალებულის ან მოწმის მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემას მოსდევს ამ პირთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე, 371
1
, 373-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

2. ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის პასუხს არ აგებენ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი. ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის პასუხს არ აგებენ აგრეთვე მოწმე და დაზარალებული, თუ ისინი ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის ახლო ნათესავები არიან, ანდა რომლებსაც უნდა ეპასუხათ დანაშაულის ჩადენაში მათ მამხილებელ შეკითხვებზე.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 სექტემბრის კანონი №1904 - სსმ I, №43, 07.10.2005წ., მუხ.305

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/203.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/205.md
