---
title: "მუხლი 207. პასუხისმგებლობა საქმის განხილვის ან საგამოძიებო მოქმედების გადადებით გამოწვეული ზიანისათვის — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/207"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "207"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 207. პასუხისმგებლობა საქმის განხილვის ან საგამოძიებო მოქმედების გადადებით გამოწვეული ზიანისათვის — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 207 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/207

1. კანონით დადგენილი წესით გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოძახებული პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, სასამართლოში საქმის განხილვის ან საგამოძიებო მოქმედების გადადებით გამოწვეული ხარჯები კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით გადახდება გამოუცხადებელ პირს.

2. ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში გამოძახებული პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას მას მოსამართლე (სასამართლო) აკისრებს ჯარიმას 100-დან 500 ლარამდე ოდენობით, რაც პროცესის მონაწილეს არ ათავისუფლებს გამოცხადების ვალდებულებისაგან.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/206.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/208.md
