---
title: "მუხლი 209. წინასწარი გამოძიების სტადიაზე სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევისათვის პირის პასუხისგებაში მიცემის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/209"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "209"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 209. წინასწარი გამოძიების სტადიაზე სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევისათვის პირის პასუხისგებაში მიცემის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 209 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/209

1. თუ პროცესის რომელიმე მონაწილე წინასწარი გამოძიების სტადიაზე ჩაიდენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 კარით გათვალისწინებულ დანაშაულს (დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ), ცრუ ჩვენების მიცემის გარდა, გამომძიებელი ან პროკურორი აწარმოებს გამოძიებას ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. პროკურორის მიერ დამტკიცებული ოქმი სამართალდარღვევის შესახებ (ამ კოდექსის 203-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით ან
205-ე მუხლით
გათვალისწინებულ საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის) და თანდართული მასალები დაუყოვნებლივ იგზავნება სასამართლოში.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/208-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/210.md
