---
title: "მუხლი 21. საპროცესო მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების თავისუფლება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/21"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "21"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. საპროცესო მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების თავისუფლება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 21 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/21

1. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილემ, აგრეთვე სხვა პირმა და ორგანომ კანონით დადგენილი წესით შეიძლება გაასაჩივრონ სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედება და გადაწყვეტილება.

2. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს საჩივარი გამოიყენოს საჩივრის შემტანი პირის ან იმ პირის საზიანოდ, რომლის ინტერესების დასაცავადაც იგი იყო შეტანილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხვა პირმა ან ორგანომ შეიტანა საწინააღმდეგო ხასიათის საჩივარი, ანდა საჩივრის შემოწმებისას დადგინდა სხვა გარემოებები.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
თავი III
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და სახეები
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/22.md
