---
title: "მუხლი 211. სასამართლოში განხილვის სტადიაზე სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის პირის პასუხისგებაში მიცემის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/211"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "211"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 211. სასამართლოში განხილვის სტადიაზე სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის პირის პასუხისგებაში მიცემის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 211 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/211

1. თუ სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე გამოვლინდა, რომ არსებობს საფუძველი სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის პროცესის მონაწილის ან/და სხდომაზე დამსწრე პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად, განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების გამოტანასთან ერთად სასამართლო ადგენს, რომ პროკურორს წინასწარი გამოძიებისათვის გაეგზავნოს სათანადო მასალები.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია ამ კოდექსით დადგენილი წესით დააკავოს და დაუყოვნებლივ გადასცეს დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი პოლიციას ან სხვა სამართალდამცავ ორგანოს.

3. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ეჭვისათვის, რომ დაკავებულ პირს აქვს იარაღი ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში თავისი მამხილებელი მტკიცებულებები, სასამართლოს მანდატურს უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩაატაროს ჩხრეკა, რაზედაც კეთდება აღნიშვნა დაკავების ოქმში. ამ შემთხვევაში ოქმი პირადი ჩხრეკის თაობაზე არ დგება.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4208 - სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.50
კარი მეხუთე
ზოგადი ნაწილის სხვა დებულებანი
თავი XXVI
საპროცესო ვადები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/210.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/212.md
