---
title: "მუხლი 215. გაცდენილი ვადის აღდგენა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/215"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "215"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 215. გაცდენილი ვადის აღდგენა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 215 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/215

1. საპატიო მიზეზით გაცდენილი ვადა უნდა აღდგეს იმ ორგანოს ან თანამდებობის პირის დადგენილებით, რომლის წარმოებაშიცაა საქმე.

2. საპატიო მიზეზით ვადის გაცდენის მტკიცების ტვირთი ეკისრება ვადის გამცდენ პირს.

3. ვადის აღდგენაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

4. ვადის გაცდენასთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულება, დაინტერესებული პირის შუამდგომლობით, შეიძლება შეჩერდეს გაცდენილი ვადის აღდგენის შესახებ საკითხის გადაწყვეტამდე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/214.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/216.md
