---
title: "მუხლი 217. სასამართლო ხარჯების სახეები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/217"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "217"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 217. სასამართლო ხარჯების სახეები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 217 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/217

1. სასამართლო ხარჯებია:
ა) წინასწარი გამოძიების, პროკურატურისა და სასამართლოს შესანახად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული ფულადი სახსრები სისხლის სამართლის თითოეულ საქმეზე;
ბ) პროცესის მწარმოებელ ორგანოში საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში მონაწილეობისათვის პროცესის მონაწილეთა გამოძახებასთან დაკავშირებით მათი გადასახდელებისა და გასამრჯელოსათვის დახარჯული ფულადი სახსრები.

2. სასამართლო ხარჯები შედგება:
ა) დაზარალებულის, მოწმის, სპეცილისტის, ექსპერტისათვის გადახდილი თანხებისაგან – გამოცხადების ხარჯებისა და დღიური თანხის ანაზღაურების წესით;
ბ) (ამოღებულია);
გ) საპროცესო მოვალეობათა შესასრულებლად კერძო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის (დამოუკიდებელი ექსპერტისათვის), საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტისათვის, სპეციალისტისა და თარჯიმნისათვის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხებისაგან;
დ) მოწმისათვის, დაზარალებულისა და მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის, რომელთაც მუდმივი ხელფასი არა აქვთ, გადახდილი თანხებისაგან, თუ ეს პირები მოსცდნენ ჩვეულებრივ საქმიანობას;
ე) პროცესის მწარმოებელ ორგანოში პროცესის მონაწილეთა გამოძახებასთან დაკავშირებით მათ მიერ გაცდენილი მთელი დროის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების სახით გადახდილი თანხებისაგან;
ვ) ეჭვმიტანილისათვის, ბრალდებულისა თუ განსასჯელისათვის იურიდიული დახმარების გასაწევად დამცველისათვის სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხებისაგან – იმ შემთხვევებში, როცა ეს პირები განთავისუფლებულნი არიან დამცველის შრომის ანაზღაურებისაგან, ან როცა მონაწილეობს დამცველი დანიშვნით;
ზ) ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვისა და გადაგზავნისათვის დახარჯული თანხებისაგან;
თ) სახელმწიფო სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯებისაგან;
ი) ეჭვმიტანილისა და ბრალდებულისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარების სახით გადახდილი თანხებისაგან, თუ ეს პირები გადაყენებულ იქნენ თანამდებობიდან;
კ) დაზარალებულისათვის ამ კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხებისაგან;
ლ) წინასწარ გამოძიებასთან ან სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებით გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლისა და ოპერატიული მუშაკებისათვის ხელფასის სახით გადახდილი თანხებისაგან.
საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №596 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.172
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი № 4207 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.405

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/216.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/218.md
