---
title: "მუხლი 219. რეაბილიტაციის საფუძვლები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/219"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "219"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 219. რეაბილიტაციის საფუძვლები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 219 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/219

1. უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მსჯავრდებულს ან ბრალდებულს უნდა აღუდგეს უფლებები (რეაბილიტირებულ უნდა იქნეს), თუ დადგინდება მისი უდანაშაულობა.

2. რეაბილიტაციის საფუძველია გამამართლებელი განაჩენი, აგრეთვე მოსამართლის ან პროკურორის დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებში და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით.

3. რეაბილიტირებულ უნდა იქნეს აგრეთვე პირი, რომლის მიმართაც ხორციელდებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლო განხილვა, მას შემდეგ, რაც გამოვლინდა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი და დევნა შეწყდა ამ კოდექსის 28-ე მუხლში აღნიშნული ნებისმიერი საფუძვლით.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/218.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/220.md
