---
title: "მუხლი 221. სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძვლები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/221"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "221"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 221. სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძვლები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 221 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/221

უნდა ანაზღაურდეს, საქმის შედეგის მიუხედავად, ზიანი, რომელიც პირს მიადგა უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაკავების, დაპატიმრების ანდა სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების შედეგად, აგრეთვე თანამდებობიდან გადაყენების, ჩხრეკის, ამოღების, ქონებაზე ყადაღის დადების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, შემოწმების, სამართალწარმოების ორგანოების სხვა უკანონო ან დაუსაბუთებელ მოქმედებათა შედეგად, რომლებმაც ბრალდებულსა თუ სხვა პირს ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი მიაყენა.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/220.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/222.md
