---
title: "მუხლი 222. ბრალეულობის საკითხი რეაბილიტაციის დროს უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/222"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "222"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 222. ბრალეულობის საკითხი რეაბილიტაციის დროს უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 222 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/222

1. რეაბილიტაციის დროს სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას ყველა გადასახდელი გადაიხდევინება, ამ ორგანოების თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

2. გადასახდელი არ ინიშნება, თუ უდანაშაულო პირისათვის მსჯავრის დადება და მის მიმართ იძულებითი ღონისძიების გამოყენება გამოწვეული იყო წინასწარგანზრახულად ცრუ აღიარებით (თვითგათქმით), რომელიც მიღებულია რაიმე იძულების გარეშე.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/221.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/223.md
