---
title: "მუხლი 224. უკანონო ან დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედების შედეგად რეაბილიტირებულისა და დაზარალებულისათვის მიყენებული ფიზიკური ზიანის ანაზღაურება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/224"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "224"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 224. უკანონო ან დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედების შედეგად რეაბილიტირებულისა და დაზარალებულისათვის მიყენებული ფიზიკური ზიანის ანაზღაურება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 224 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/224

1. თუ დადგინდება, რომ პირს ჯანმრთელობა დაუზიანდა დაკავების, დაპატიმრების, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების, თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მსჯავრდებულის ყოფნის წესების დარღვევის ან სამედიცინო დახმარების დროულად გაუწევლობის, ასევე კანონით დადგენილი სასამართლო ექსპერტიზისა და სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარების წესის დარღვევის შედეგად, სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას მთლიანად აანაზღაუროს ეს ზიანი, რისთვისაც:
ა) მიყენებული ზიანისათვის იძლევა ერთდროულ გადასახდელს, რომლის ოდენობასაც სასამართლო განსაზღვრავს დაავადების სიმძიმისა და პროგნოზის გათვალისწინებით, მაგრამ შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე;
ბ) ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს;
გ) იძლევა ორმაგი ოდენობის პენსიას ინვალიდობის დადგენის შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნები შეიძლება წაყენებულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას, სასჯელის მოხდის პროცესში და მისი მოხდის შემდეგ 6 თვის განმავლობაში.

3. ჯანმრთელობის შერყევის მიზეზის დასადგენად აუცილებელია სამედიცინო ექსპერტიზა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/223.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/225.md
