---
title: "მუხლი 225. უკანონო ან დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედების შედეგად რეაბილიტირებულისა და დაზარალებულისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/225"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "225"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 225. უკანონო ან დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედების შედეგად რეაბილიტირებულისა და დაზარალებულისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 225 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/225

1. პუბლიკაცია სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაციის ყველა შემთხვევის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში.

2. მოსამართლე, პროკურორი ან გამომძიებელი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის შესახებ, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის თაობაზე საწარმოს, დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და შრომით კოლექტივს, სადაც მუშაობდა ან სწავლობდა რეაბილიტირებული.

3. თუ ცნობები დაკავების, დაპატიმრების, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების, თანამდებობიდან გადაყენების, ჩხრეკის, სხვა იძულებითი მოქმედების, ბრალდების შინაარსისა და გამამტყუნებელი განაჩენის შესახებ გაავრცელეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, ისინი ვალდებულნი არიან გამოაქვეყნონ ინფორმაცია რეაბილიტაციისა თუ სათანადო საპროცესო მოქმედების უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობის შესახებ.

4. ორგანო, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება რეაბილიტაციის შესახებ, რეაბილიტირებულს აძლევს მისი უდანაშაულობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

5. თუ რომელიმე საპროცესო მოქმედების შედეგად პირს ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი მიადგა, ამ ზიანის ანაზღაურების გარდა, სამართალწარმოების შესაბამისი ორგანო დაზარალებულს წერილობით უხდის ბოდიშს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/224.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/226.md
