---
title: "მუხლი 230. შუამდგომლობის განცხადების უფლება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/230"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "230"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 230. შუამდგომლობის განცხადების უფლება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 230 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/230

1. შუამდგომლობის განცხადების უფლება აქვს სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ მონაწილეს, აგრეთვე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომლის ინტერესებსაც ეხება სისხლის სამართლის საქმის წარმოება.

2. შუამდგომლობა წარედგინება თანამდებობის პირს ან ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია ამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა თუ გადაწყვეტისათვის.

3. შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს თხოვნას საპროცესო მოქმედების ჩატარების ან საპროცესო გადაწყვეტილების მიღების შესახებ შუამდგომლობის შემტანი ან მარწმუნებელი (დასაცავი) პირის ინტერესებისათვის. მტკიცებულებათა აღმოსაჩენად საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ჩატარების შესახებ შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს, რა გარემოებათა დასადგენად არის საჭირო მათი ჩატარება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/229.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/231.md
