---
title: "მუხლი 232. შუამდგომლობის გადაწყვეტა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/232"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "232"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 232. შუამდგომლობის გადაწყვეტა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 232 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/232

1. შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ იგი ხელს უწყობს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად დადგენას.

2. ბრალდებისა და დაცვის მხარეთა შუამდგომლობები ერთნაირი ყურადღებით უნდა განიხილებოდეს.

3. ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, დამცველის, დაზარალებულის, დაზარალებულის წარმომადგენლის, პროცესის სხვა მონაწილის დასაბუთებული შუამდგომლობა მტკიცებულების გამოთხოვის, სასამართლო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ უნდა დააკმაყოფილონ გამომძიებელმა, პროკურორმა, პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა.

4. ბრალდების მხარის შუამდგომლობა იმ მტკიცებულების გამოთხოვის, საქმეზე დართვისა და გამოკვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს წაყენებულ ბრალდებას ან ამძიმებს განსასჯელის პასუხისმგებლობას, აუცილებლად უნდა დააკმაყოფილონ პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა.

5. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.

6. შუამდგომლობის უარყოფის შესახებ ორგანოს ან პირს, რომლის სახელზედაც იყო იგი შეტანილი, გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება (განჩინება). ეს დადგენილება (განჩინება) წინასწარი გამოძიების დროს გადაეცემა შუამდგომლობის შემტან პირს, ხოლო სასამართლოში იგი გამოცხადდება. ერთი და იმავე შინაარსის შუამდგომლობა, რომელზედაც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, მეორედ აღარ განიხილება.

7. თუ განმცხადებელი არ ეთანხმება გამომძიებლის მიერ შუამდგომლობის უარყოფას, მას უფლება აქვს ასეთივე შუამდგომლობით მიმართოს პროკურორს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/231.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/233.md
