---
title: "მუხლი 233. შუამდგომლობა სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენებისა და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/233"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "233"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 233. შუამდგომლობა სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენებისა და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 233 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/233

1. სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების, შეცვლის, გაგრძელების ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას, აგრეთვე შუამდგომლობას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, რომელიც ზღუდავს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ადგენს გამომძიებელი და ეთანხმება პროკურორი.

2. შუამდგომლობას განიხილავს მოსამართლე ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

3. პროკურორის მონაწილეობა მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის, ვადის გაგრძელების ან ამ ღონისძიების გაუქმების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას სავალდებულოა, გარდა ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შემთხვევისა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/232.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/233-1.md
