---
title: "მუხლი 235. საჩივრის შეტანა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/235"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "235"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 235. საჩივრის შეტანა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 235 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/235

1. საჩივარი შეაქვთ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისათვის პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოში ან იმ თანამდებობის პირთან, რომელიც კანონით უფლებამოსილია განიხილოს შესაბამისი საჩივარი და მიიღოს გადაწყვეტილება. დასაშვებია საჩივრის შეტანა იმ პირთან ან იმ ორგანოში, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილებაც საჩივრდება. ამ შემთხვევაში საჩივარი დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს ადრესატს.

2. საჩივარი გამომძიებლის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო უნდა გადაეცეს შესაბამის პროკურორს. საჩივარი პროკურორის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო უნდა გადაეცეს ზემდგომ პროკურორს. თანამდებობის პირმა, რომელმაც მიიღო საჩივარი თავისი მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო, ადრესატისათვის მისი გაგზავნისას უნდა დაურთოს საკუთარი განმარტებები.

3. საჩივარი შეიძლება იყოს ზეპირი ან წერილობითი. ზეპირი საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ განმცხადებელი და საჩივრის მიმღები თანამდებობის პირი. საჩივარს შეიძლება დაერთოს მისი დამადასტურებელი მასალები.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/234.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/236.md
