---
title: "მუხლი 236. საჩივრის შეტანის ვადა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/236"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "236"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 236. საჩივრის შეტანის ვადა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 236 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/236

1. გამომძიებლის, გამოძიების ორგანოს უფროსის ან პროკურორის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივრის შეტანა შეიძლება წინასწარი გამოძიების მთელი წარმოების განმავლობაში.

2. სასამართლოს (მოსამართლის) მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივრის შეტანა შეიძლება ამ კოდექსის კერძო ნაწილში დადგენილ ვადებში.

3. საპატიო მიზეზით საჩივრის შეტანის გაცდენილი დროის აღდგენა შეუძლია სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ საჩივრის გამო.

4. მოსამართლის დადგენილება გაშვებული ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საერთო წესით, ერთჯერადად ზემდგომ სასამართლოში. სასამართლოს უფლება აქვს აღადგინოს გაშვებული ვადა და არსებითად განიხილოს საქმე საჩივრის საფუძველზე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/235.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/237.md
