---
title: "მუხლი 238. საჩივრის განხილვის ზოგადი წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/238"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "238"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 238. საჩივრის განხილვის ზოგადი წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 238 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/238

1. საჩივრის განხილვა არ შეიძლება დაევალოს იმ ორგანოს ან თანამდებობის პირს, რომლის მოქმედებაც საჩივრდება, აგრეთვე იმ ორგანოს ან პირს, რომელმაც დაამტკიცა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

2. ორგანო ან პირი, რომელიც საჩივარს განიხილავს, შეზღუდული არ არის საჩივარში ჩამოყალიბებული მოსაზრებებით და უფლება აქვს შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – საქმის მთელი წარმოება.

3. საჩივრის განხილვისას პროკურორი და სასამართლო ვალდებულნი არიან ყოველმხრივ შეამოწმონ მასში ჩამოყალიბებული მოსაზრებები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – გამოითხოვონ დამატებითი მასალები და განმარტებები.

4. ორგანო ან პირი, რომელიც საჩივარს განიხილავს, ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა, სხვა პირთა, აგრეთვე დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების დარღვეული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების აღსადგენად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/237.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/239.md
