---
title: "მუხლი 240. გადაწყვეტილება საჩივრის გამო — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/240"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "240"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 240. გადაწყვეტილება საჩივრის გამო — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 240 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/240

1. საჩივრის განხილვის შედეგად შეიძლება მიღებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის გაუქმების ან შეცვლის შესახებ; სისხლისსამართლებრივი დევნის სრული ან ბრალდების ნაწილში შეწყვეტის შესახებ; გასაჩივრებული მოქმედების იურიდიული ძალის არმქონედ ცნობის შესახებ; საჩივრის უარყოფის შესახებ.

2. საჩივრის გამო გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს ან თანამდებობის პირს შეუძლია შეცვალოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ანდა მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, თუ ამას არ მოჰყვება საჩივრის შემტანი პირის ან იმ პირის მდგომარეობის გაუარესება, რომლის ინტერესებისთვისაც იყო იგი შეტანილი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საჩივარი იმავე საფუძველზე შეიტანა საპირისპირო მხარემ.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/239.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/241.md
