---
title: "მუხლი 241. საჩივრის გამო გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/241"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "241"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 241. საჩივრის გამო გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 241 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/241

1. საჩივრის შემტან პირს უნდა შეატყობინონ, რომ მიღებულია გადაწყვეტილება საჩივრის გამო, და განუმარტონ გასაჩივრების შემდგომი წესი. საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს.

2. თუ გასაჩივრებული მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო პირს არამართლზომიერი მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი მიადგა, მას უნდა განემარტოს ამ ზიანის ანაზღაურების უფლება.

3. საჩივარი და მასზე პასუხის ასლი, აგრეთვე საჩივრის შემოწმების მასალები უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/240.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/242.md
