---
title: "მუხლი 246. სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/246"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "246"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 246. სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 246 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/246

1. პროკურორს, სასამართლოს (მოსამართლეს) პროკურორის შუამდგომლობით უფლება აქვთ მოტივირებული დადგენილებით (განჩინებით) სისხლის სამართლის საქმიდან გამოყონ საქმე ცალკე წარმოებისათვის.

2. გამოყოფას ექვემდებარება საქმის მასალების დედნები, ხოლო მათი სათანადოდ დამოწმებული ასლები რჩება საქმეში, რომლიდანაც გამოიყო მასალები.

3. გამოყოფილი საქმის წინასწარი გამოძიების ვადა იწყება გამოყოფის შესახებ დადგენილების გამოტანის დღიდან.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
თავი XXXII
საერთაშორისო თანამშრომლობა სისხლის სამართლის სფეროში
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/245.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/247.md
