---
title: "მუხლი 247. სამართლებრივი დახმარების სახეები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/247"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "247"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 247. სამართლებრივი დახმარების სახეები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 247 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/247

1. სამართლებრივი დახმარების შესახებ ამ კოდექსის და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, სასამართლოს (მოსამართლეს), პროკურორსა და გამომძიებელს უფლება აქვთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით:
ა) მოითხოვონ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებების ჩატარება; ასეთი მოქმედებები ჩაატარონ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობით;
ბ) მოითხოვონ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის გადმოცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად ან/და საქართველოს ტერიტორიაზე განაჩენის აღსასრულებლად; ამავე მიზნით გადასცენ უცხო სახელმწიფოს მისი კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი პირი;
გ) მოითხოვონ უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის გადმოცემა საქართველოში სასჯელის მოსახდელად; საქართველოში მსჯავრდებული უცხო სახელმწიფოს მოქალაქე გადასცენ მის ქვეყანაში სასჯელის მოსახდელად.

1¹. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაცემის უფლება აქვს აგრეთვე გემის კაპიტანს.

2. თუ უცხო სახელმწიფოსთან არ არის დადებული ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ, ასეთი დახმარების გაწევის საკითხი შეიძლება გადაწყდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და აღნიშნული სახელმწიფოს შესაბამის თანამდებობის პირთა შორის სპეციალურად ამ შემთხვევისათვის დადებული შეთანხმებით. ამ შემთხვევაში სამართლებრივი დახმარება ხორციელდება ამ კოდექსის 248-ე–260-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით.

3. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხები რეგულირდება „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებისა (რომის სტატუტის) და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3543 - სსმ I, №36, 04.08.2006წ., მუხ.269
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/246.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/248.md
