---
title: "მუხლი 248. უცხო სახელმწიფოში სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობის გაგზავნა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/248"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "248"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 248. უცხო სახელმწიფოში სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობის გაგზავნა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 248 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/248

1. თუ აუცილებლობა მოითხოვს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების ჩატარებას, გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო ამ კოდექსის 251-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით მიმართავს მისი ჩატარების თხოვნით შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.

2. შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ იგზავნება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილი პროკურორის მეშვეობით, ხოლო სასამართლო მოქმედების ჩატარების შესახებ – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მეშვეობით.

3. თუ ეს კოდექსი საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად მოითხოვს განსაკუთრებულ სასამართლო გადაწყვეტილებას (ბრძანებას), მოსამართლის ხელმოწერითა და გერბიანი ბეჭდით დამოწმებული ეს გადაწყვეტილება უნდა დაერთოს შუამდგომლობას.

4. შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების შესახებ დგება იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე, სადაც ის იგზავნება, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. საგანგებო შემთხვევაში შუამდგომლობა შეიძლება გადაიცეს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შემდეგ კი დადასტურდეს წერილობით.

6. გადაუდებელ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით, შუამდგომლობა შეიძლება გადაიცეს ზეპირად, შემდეგ კი დაუყოვნებლივ დადასტურდეს წერილობით.
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
საქართველოს 2008 წლის 23 ოქტომბრის კანონი №404 - სსმ I, №29, 04.11.2008წ., მუხ.177
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/247.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/249.md
